ლარს ფონ ტრიერი სერიალ „სამეფოს“ მესამე სეზონს გადაიღებს

ლარს ფონ ტრიერი სერიალ „სამეფოს“ მესამე სეზონს გადაიღებს

დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი სერიალ „სამეფოს“ მესამე და დასკვნით ნაწილს გადაიღებს. ამის შესახებ Dეადლინე თავად რეჟისორსა და მის სტუდია Zentropa-ზე დაყრდნობით წერს.

ფონ ტრიერი ხუთივე ეპიზოდის სცენარის თანაავტორი და რეჟისორი იქნება. გადაღებები 2021 წელს დაიწყება. სერიალის ნახვას კი მაყურებლები 2022 წელს შეძლებენ.

სერიალის მოვლენები კომენჰაგენის სამეფო ჰოსპიტალში ვითარდება, სადაც პერსონალი და პაციენტები პარანორმალური მოვლენების მომსწრენი ხდებიან.

„სამეფოს“ პირველი სეზონონი 1994 წელს, მეორე სეზონი კი 1997 წელს გამოვიდა. თითო სეზონში 4 სერიაა.