ბრიტანელი მსახიობი ნაომი აკი ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის როლს შეასრულებს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სურათი სახელწოდებით I Wanna Dance With Somebody („ვინმესთან ცეკვა მინდა“) ეკრანებზე 2022 წელს გამოვა. პროექტის რეჟისორი სტელა მეგია, სცენარისტი კი ენტონი მაკკარტენი, რომელიც ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ფილმზე „ბოჰემური რაფსოდია“ მუშაობდა.
სურათში აქცენტი მომღერლის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე გაკეთდება. უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა.