პოლ მაკარტნის ახალი ალბომი გაყიდვაში დღეიდან გამოვა. McCartney III ლეგენდარული მუსიკოსის მიერ გამოშვებული ორი ალბომის, McCartney და McCartney II-ის გაგრძელებაა.
ტრილოგიის პირველი ალბომი მაკარტნიმ 1970 წელს, მეორე ალბომი კი 1980 წელს ჩაწერა. 40 წლის შემდეგ 78 წლის მაკარტნიმ ტრილოგიის ბოლო ალბომის გამოშვება გადაწყვიტა, რასაც ხელი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ლოკდაუნმაც შეუწყო. 2020 წელს მუსიკოსს დატვირთული საგასტროლო გრაფიკი ჰქონდა, თუმცა კოვიდპანდემიამ მისი გეგმები შეცვალა.