ფეუსბუქ-მომხმარებელი "მეწისქვილე მეწისქვილე" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“იანვრის ერთ ცივ დილას ვაშინგტონის მეტროს ერთ-ერთ სადგურში ერთმა კაცმა დაიწყო სკრიპკაზე დაკვრა. 45 წუთის განმავლობაში მან შეასრულა 6 ნაწარმოები. ვინაიდან იყო პიკის საათი, ამ დროის განმავლობაში მის წინ გაიარა ათასობით ადამიანმა.
ამ 45 წუთის განმავლობაში, რაც ის უკრავდა, მხოლოდ 6 ადამიანი შეჩერდა ცოტა ხნით მოსასმენად და 20-მა ადამიანმა, არ შეჩერდა ისე ჩაუყარა მას ფული. მუსიკოსის შემოსავალმა შეადგინა 32$.
გამვლელებიდან არავინ არ იცოდა, რომ სკრიპკაზე უკრავდა იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი - ჯოშუა ბელი. საგანგებოდ შერჩეულ 6 საუკეთესო ნაწარმოებს ის უკრავდა $3,5 მილიონად შეფასებულ სტრადივარის სკრიპკაზე.
ორიოდე დღის წინ,სრული ანშლაგით გამართულ მის კონცერტზე დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი კი შეადგენდა 100$.
ეს იყო გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიერ ჩატარებული სოციალური ექსპერიმენტი.
გაჩნდა კითხვები აღქმის, გემოვნების , პრიორიტეტების შესახებ. ნუთუ ჩვენ არ გვაქვს ხელოვნების აღქმის უნარი, თუკი წინასწარ არ გამოგვიცხადეს, რომ ეს ხელოვნებაა? ნუთუ ყოველდღიური რუტინას ისე მიაქვს ყურადღება, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო სილამაზეს? ნუთუ ამ ყველაფრის აღქმას შესაბამისი მომენტი და გარემო სჭირდება? შეგვძლია თუ არა ჩვენ ამოვიცნოთ ტალანტი სრულიად მოულოდნელ სიტუაციაში?
და რაკი ამ შემთხვევაში მუსიკასთან გვაქვს საქმე, რომელიც რასაც არ უნდა ვსაქმიანობდეთ, მაინც გვესმის და მხატვრული ტილოსაგან განსხვავებით არ სჭირდება დროის გამოყოფა საცქერლად და სანახავად, უნებურად გებადება კითხვა- რა არის ხელოვნება და რა განაპირობებს მის აღქმას“?