კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა

კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა

კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნის თაობაზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცოტა მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცხადი პარტიის ყრილობასთან და ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გადაწყვეტს. პარტიაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. როცა ყველაფერი ცხადი იქნება, თქვენც გაიგებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ.