იაგო ხვიჩია: პატარა პარტიები „ქოცების“ და „ნაცების“ ომში გავიჭყლიტეთ

იაგო ხვიჩია: პატარა პარტიები „ქოცების“ და „ნაცების“ ომში გავიჭყლიტეთ

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგი ხვიჩია „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წავიდა და სხვა, ახლი „გირჩის“ წევრია. მისი პარტიის პოზიცია და მათი მთავარი სტრატეგია კი ისაა, რომ არცერთ სპექტაკლს არ აყვნენ, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ. მისი თქმით, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური კრიზისი ელის, რომლის მთავარი მიზეზიც იქნება ერთის მხრივ ხელისუფლების სიგიჟე და მეორეს მხრივ, ოპოზიციის არათანმიმდევრულობა.

„მაინტერესებს ირაკლი კობახიძე პასუხს როგორ აგებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები მისი განცხადებების გამო ჩაიშალოს და ქვეყანაში საგიჟეთი მოეწყოს. ერთპარტიული პარლამენტი არ გვინდა და ამიტომაც ვცილობთ, რომ რაღაცნაირად მოლაპარაკება მოხდეს. მინდა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც კობახიძეზე პასუხს აგებს და მოლაპარაკების პროცესი მისი განცხადებების გამო ყოვნდება - გაგვაგებინეთ, როგორ აგებს ეს ადამიანი პოლიტიკურად პასუხს, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მის გამო იქნება.

„მე ვიცი რომ ჩვენ, მთელი ოპოზიცია, ფასილიტატორებიც კი, პატარა პარტიები ვართ გაჭყლეტილი „ქოცების“ და „ნაცების“ ომში, რომელიც წლებია ამ ქვეყანაში არ დამთავრდა და ქვეყანას აზიანებს. ამან ჩაიყოლა პატარა პარტიებიც. აშშ-ის წარმომადგენლის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობა ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მე არ მინდა ამ წარუმატებლობის მიზეზი ვიყო.

„ხალხი ჯერ აღტკინებულია და უარს აცხადებს აზროვნებაზე იმ ნაწილში, თუ რა ხდება მაშინ, თუ პარლამენტში არ შევდივართ. ცოტა ხანში ეს შეიცვლება და მე მინდა, რომ არსებობდეს „გირჩისგან“ დადებული წინადადებები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რათა ის არ დამდგარიყო, რასაც მე ველოდები როგორც ხელისუფლების სიგიჟის, ასევე ოპოზიციის არათანმიმდევრულობის გამო. ეს იქნება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანას დაანგრევს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „რეზონანსთან“.

amo ოპოზიციას დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენ თავზე. ქვეყანას არა, მაგრამ ოპოზიციას კი დაანგრევს პარლამენტში შეუსვლელობა. მე მგონი არც ხართ პარლამენტში შესვლის ღირსნიც.
4 წლის უკან