სამწუხარო რეალობაა, როდესაც პოლიტიკოსები ადამიანურ ტრაგედიებს ცუდი მოტივებით იყენებენ - ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და უზნეო საქციელია. ჩემი აზრით, ზუსტად ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როდესაც ბაჩალიაშვილის საქმეზე ვსაუბრობთ და, საუბედუროდ, ასეთი არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გამოძიებამ დადო სრულფასოვანი დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაბამისად შეგვიძლია ვისაუბროთ , რომ არავითარი საფუძველი ამ შემთხვევაში სპეკულაციებს უბრალოდ არ გააჩნდა.
,, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ამ დიდი ადამიანური ტრაგედიის გამოყენებით ხელის მოთბობის მცდელობებს წერტილი დაესმება. ძალიან დასანანია , რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მსგავსი მეთოდებით სპეკულირებენ. ეს ყოველთვის მიუღებელია და ამას არაფერი გაამართლებს - უბრალოდ დაუშვებელი და წარმოუდგენელია. გამოძიებამ დადო სრულფასოვანი დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაბამისად შეგვიძლია ვისაუბროთ , რომ არავითარი საფუძველი ამ შემთხვევაში სპეკულაციებს უბრალოდ არ გააჩნდა“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ