„ოპოზიციური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა სერიოზული განაცხადა გააკეთა და ამის გამო, ეს არის ბრაზის გამოხატულება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტში ინიციატივის წესით შესულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.
მისივე შეფასებით, ეს არის ოპოზიციის გატეხვის მცდელობა.
„აქ საუბარია მთავარ საკითხზე, რომ ეს არჩევნები, სხვა ცუდი არჩევნებისგან განსხვავებით, მხოლოდ უსამართლო კი არ იყო, არამედ ივანიშვილმა უკანონო მანიპულაციების გარეშე ვერ მოიპოვა უმრავლესობის მანდატი. არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია მივანიჭოთ არჩევნების მოპარვას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.