ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ განსხვავებულად ფიქრობდი - რუსეთის აგენტი იყავი, ახლა ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ - ბიძინაზე ხარ გაყიდული

ალეკო ელისაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ განსხვავებულად ფიქრობდი - რუსეთის აგენტი იყავი, ახლა ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ - ბიძინაზე ხარ გაყიდული

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ განსხვავებულად ფიქრობდი - რუსეთის აგენტი იყავი, ახლა ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ - ბიძინაზე ხარ გაყიდული, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ფუნდამენტალიზმი, აზროვნების ფუნდამენტალიზმი, ის ხალხი ვინც დღეს ოპოზიციაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებიანად, ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ რა იყო პრობლემა, თუ განსხვავებულად ფიქრობდი, რუსეთის აგენტი იყავი, დღეს ოპოზიციაში არიან და სხვანაირად თუ ფიქრობ გეუბნებიან, ბიძინაზე ხარ გაყიდული.

პარტიის თავმჯდომარემ დატოვა პარტია და რა დაუწუნა მან პარტიას - ელჩების გინება და სტრატეგია, ანუ რევოლუცია გინდათო და მე ეს არ მინდაო. მან გაბედა და განსხვავებული აზრი ხმამაღლა დააფიქსირა. მე ვისურვებდი ბევრ გამბედავ ქართველ პოლიტიკოსს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – წერს გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.