პროკურატურამ, აწარმოა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დაიდო კონკრეტული ფაქტებზე, მტკიცებულებებზე შეჯერებული დასკვნა, რომლითაც არ ფიქსირდება დანაშაულის ნიშნები ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი , პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.
როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური ჯგუფი საკუთარი მარგინალური და ვიწროპარტიული ინტერესის გამო, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირებს.
,, ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური ჯგუფი საკუთარი მარგინალური ინტერესის გამო და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გამო, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირებს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ეს აღმოჩნდა ტყუილი, რასაც წერტილი დაუსვა იმ ინტენსიურმა საგამოძიებო მოქმედებებმა და შეჯერებულმა ფაქტებმა, რომელთა დაკავშირებითაც დღეს ყველამ მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა