ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს

ეს განცხადება ემსახურება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე ზეწოლას, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს ეს დაფინანსების საკითხი. მე ასეთი არ ვარ, - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

„დაფინანსება საერთოდ ჩასახსნელია „ქართული ოცნებისთვისაც“ პირველ რიგში. უნდათ მოლაპარაკებაზე ოპოზიცია წავიდეს დათმობაზე, დათანხმდეს რაღაცებს და შევიდეს პარლამენტში. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე და ეს არის პრობლემა. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიება. ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორ აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი“, - განაცხადა ჯაფარიძემ

კობახიძის თქმით პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

amo ნიჭიერია, მაგრამ
4 წლის უკან