ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის რეზიუმეს კიდევ ერთი გამოცდილება ემატება, რადგან მათ კონტრაქტი Spotify-სთან გააფორმეს და Archwell Audio-ს ჩაუყარეს საფუძველი. ცოლ-ქმარი უკვე მუშაობს სადღესასწაულო პოდკასტზე, რომელიც თვის განმავლობაში გამოქვეყნდება, იქამდე კი, თავად ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ირკვევა, საზოგადოების ნაწილისთვის წყვილის გამოჩენა ახალ ამპლუაში გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რადგან მათ მიერ ბრიტანეთის დატოვების მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოების ამგვარი ინტერესისა და მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნის თავიდან არიდება იყო."როგორც ჩანს "ოჯახის კამერებისგან მოშორებით" ყოფნა წარმატებულად ხორციელდება!,"-აღნიშნა ერთ-ერთმა გამომწერმა ხუმრობით.