სამხრეთკორეელმა დიზაინერმა უცნაური ავეჯი შექმნა

სამხრეთკორეელმა დიზაინერმა უცნაური ავეჯი შექმნა

სამხრეთკორეელმა დიზაინერმა და ბიურო Atelier Sohn-ის დამფუძნებელმა დონგჰოონ სონმა შექმნა ავეჯი, რომელსაც კლასიკური სენდვიჩის ფორმა აქვს და მისგან მდნარი ყველი წვეთავს. ამის შესახებ Dezeen წერს.

სონის კოლექციაში შევიდა სავარძელი, სკამი და მაგიდა. ავეჯი თეთრი პლასტიკური ბლოკებისგანაა დაზადებული და თერმოპლასტიკური სითხითაა დამუშავებული.

სონის იდეის თანახმად ავეჯი პურის ნაჭრებს ჰგავს, საიდანაც მდნარი ყველი წვეთავს. იმიტაციის შესაქმნელად, დიზაინერმა თეთრი, წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერი გამოიყენა.