მიხელ სააკაშვილი პიარის თავალსაზრისით ნიჭიერი ადამიანია. მას შეუძლია დღეს თეთრზე თქვას, რომ შავია და ხვალ შავზე თეთრი , - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ასე საუბარი მისი სტილია. „1995 წლიდან ერთად ვიყავით პარლამენტში და ძალიან კარგად მახსოვს მისი ქმედება საქციელი, ის არის პიარის იმპერატორი. შეუძლია არაფრისგან ისე ააწყოს საქმე, რომ გუშინდელ ნალაპარაკევში ხალხს ეჭვი არ შეეპაროს. სამწუხაროდ ეს სცენარი მუშაობს“, - აღნიშა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, თუ სააკაშვილს საშუალება მიეცა, უკრაინაშიც იგივეს გააკეთებს.