მამუკა არეშიძე: გარკვეული ინფორმაცია, რომ რევოლუციური სცენარი მზადდებოდა, სხვდასხვა წყაროებიდან ჩვენც გვქონდა

მამუკა არეშიძე: გარკვეული ინფორმაცია, რომ რევოლუციური სცენარი მზადდებოდა, სხვდასხვა წყაროებიდან ჩვენც გვქონდა

რევოლუციური სცენარი იყო მზად. გარკვეული ინფორმაცია ჩვენც გვქონდა სხვდასხვა წყაროებიდან, ჩვენი სამეზობლოდან, იგივე აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

„იგრძნობოდა, რომ აქეთ მიდიოდნენ. ის, რომ ნასყიდაშვილი და გია ნაცვლიშვილი ამას თუ აკეთებდნენ, ჩემთვის უცნობი იყო ბუნებრივია, მაგრამ საერთო ჯამში ჩანდა, რომ რაღაც მზადდებოდა. უდნა დავუფასოთ„სამართლიან არჩევნებსა“ და მის ლიდერს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა. ორგანიზაციაა ისეთი, რომელსაც საკუთარი ავტორიტეტი ყველაფერ ურჩევნია აქედან გამომდინარე გადადგა ასეთი ნაბიჯი და შეცდომა გაასწორა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მაქსიმალურად ცდილობს ხალხს დაავიწყოს, რომ ეს ორგანიზაციები არსებობენ დასავლური გრანტებით და მათი გრანტის მიმცემი, ყურადღებით აკვირდება მათ მუშაობას. საკმარისია გაირკვეს, რომ მან ტყუილი თქვა შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ნიჟარაძის საქციელი შეფასდა უაღრესად დადებითად სათაო ორგანიზაციის მხრიდან“, - განაცხადა არეშიძემ.

„ISFED“-ის პარალელური დათვლის შედეგს უკრაინაში სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილად განიხილავენ. გამომძიებელი ჟურნალისტები ამ დასკვნამდე ამავე ორგანიზაციის 2003 წლის მონაცემების გაანალიზებისას მივიდნენ. ოლეგ დეინეკა და ვალერი ტოივმაჩი იხსენებენ, რომ ანალოგიური ხარვეზები 17 წლის წინ ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, აქციებს ჩაუდგა სათავეში, რაც საბოლოოდ რევოლუციით დასრულდა.