ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"... ეს ორი დღე შეგნებულად არ ვწერდი აქ არაფერს-არ მინდოდა რაიმე არასწორად აღქმულის შესახებ ცხელ გულზე ნათქვამი გამომსვლოდა ...
დღეს უკვე სრულიად დამშვიდებულმა , სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო:
- ე.წ. აფრიკის დასახლებაში გუშინ განვითარებული ინციდენტი იყო შედეგი მუნიციპალიტეტის მერიის სადღაც საშუალო რგოლებში გაყუჩებული დესტრუქციული განწყობის ჩინოვნიკის ან ჩინოვნიკების მიერ შეგნებულად დაგეგმილი და განხორცილებული პროვოკაცია შესაბამისი კომუნიკაციითა და შესაბამისად მისაღები შედეგით, რომლიც დადგა მოგვიანებით.
მთლიანად დარწმუნებული ვარ , რომ ამ რგოლის მეშვეობით გარკვეულმა ძალებმა ზემოქმედება მოახდინეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და წინასწარ გასაწევი სამუშაოების უგულვებელყოფითა და მოსალოდნელი შედეგების გალამაზებით მიაღწიეს ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენის განხორციელებას.
ორი უმნიშვნელოვანესი შედეგი მიიღეს ამის დამგეგმავ-გნამახორცილებლებმა:
- პირველი ის, რომ ასე თუ ისე მაინც მოახდინეს მერიის ლიდერშიფის დემონიზაცია და გამომდინარე აქედან, მათი საქმიანობის დისკრედიტაცია;
- და ყველაზე მთავარი: საკომუნიკაციო არხებიდან თითქმის მთლიანად მოხსნეს ნაციონალური მოძრაობის თვითლიკვიდაციის დასაწყისი სტადიის უმნიშვნელოვანესი ფაქტი ნაცმოძრაობის თავმჯდომარის გ.ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადების სახით გუშინ დღის მეორე ნახევრიდან დღევანდელი დღით გაგრძელებული და ამ მართლაც და სენსაციური "ნიუსების" ადგილი ხელოვნურად დააჭერინეს ე.წ. აფრიკის დასახლებიდან პირდაპირ რეპორტაჟებს და საღამოს პრაიმ-ტაიმების თოქ-შოუებში მომხდარის ერთი წერტილიდან ორკესტრირებულ ფართოდ გაშუქებასა და კრიტიკას !!!
ამ სპეცოპერაციის რეალურად არსებობაში კიდევ უფრო მყარად დამარწმუნა სოციალურ ქსელში გუშინ გვიან ღამით გავრცელებულმა უმწვავესმა კრიტიკულმა ფბ-სტატუსმა, რომელიც ეკუთვნის თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს და ზუსტად მერიის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე ერთ-ერთ ყოფილ უმთავრეს პასუხისმგებელ პირს, რომელმაც სამსახური დატოვა საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი სურვილით!
არ გამოვრიცხავ, რომ ეს პიროვნება , როგორც სტრატკომუნიკაციების მაღალი კლასის სპეციალისტი წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში აქტიურად იყოს ჩართული მმართველი პოლიტიკური ძალის იმ დისკრედიტაციის მცდელობის კამპანიაში, რომელიც ჩვენს თვალწინ განვითარდა კოდური სახელწოდებით " ოცნებამ არჩევნები გააყალბა"!!!
ესაა სულ"!