არჩილ თალაკვაძე: დღეს, როდესაც პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ჩვენი საზოგადოება მოწმე გახდა, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია ანტიდასავლურია

არჩილ თალაკვაძე: დღეს, როდესაც პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ჩვენი საზოგადოება მოწმე გახდა, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია ანტიდასავლურია

ჩვენი ამოცანა იქნება 2024 წლისთვის სააქართველომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის მთელი რიგი სამუშაო გვაქვს დაგეგმილი და რეფორმები გასატარებელი. მოქალაქეებთან ერთად შევეცდებით, რომ 2024 წლისთვის საქართველომ უკვე რეალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამ გეგმას გამოხატავს რეზოლუცია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეორე პარლამენტია, როცა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის დროს რეზოლუციით მკაფიოდ გამოხატავს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. გამოხატავს იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს. ეს არის საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ ოჯახში. ეს რეზოლუცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ამოცანა იქნება 2024 წლისთვის სააქართველომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის მთელი რიგი სამუშაო გვაქვს დაგეგმილი და რეფორმები გასატარებელი. მოქალაქეებთან ერთად შევეცდებით, რომ 2024 წლისთვის საქართველომ უკვე რეალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამ გეგმას გამოხატავს რეზოლუცია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ რეზოლუციის მიღება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა წინა წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წარსულში სწორედ რომ ანტისახელმწიფოებრივი საქმით იყო დაკავებული, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებდა და „ქართულ ოცნებას“ ბრალდებას უყენებდა ანტიდასავლურ მისწრაფებებში თუ ანტიდასავლურ ღირებულებებში.

„დღეს, როცა პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ჩვენი საზოგადოება თავად გახდა მოწმე, რომ სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია არის ანტიდასავლური და ზუსტად ის ძალა, რომელიც საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და ჩვენი პარტნიორების საქმიანობას კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ აყენებს. ამის ნათელი მაგალითია ის თავდასხმები, რაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩზე ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ.

დამატებით მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი დაადასტურა გრიგოლ ვაშაძის გადადგომამ და მის მიერ დასახელებულმა მიზეზებმა, სადაც მან ოპოზიციის მხრიდან დაასახელა თავდასხმები პარტნიორებზე, ანტიდასავლურ კამპანიასა და მის პარტიას არ აქვს სტრატეგია და ოდიოზური ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდნენ. პირველი მიზეზი განსაკუთრებით საგანგაშოა და ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც წლები ვამბობდით, რომ რადიკალური ოპოზიცია რეალურად ანტიდასავლურ საქმეს აკეთებს და დასავლური მისწრაფებების წინააღმდეგ არის. ისინი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას განცხადებებით მხარს მხოლოდ ფასადურად უჭერდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, საგარეო პოლიტიკის შესახებ.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.