არჩილ თალაკვაძე: მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ არაერთი პარტია უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება

არჩილ თალაკვაძე: მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ არაერთი პარტია უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება

 

 

მმართველი გუნდი თავიდანვე მხარს უჭერდა დიალოგს. ჩვენ ყველა რაუნდში სრულფასოვნად მივიღეთ მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ახლაც მხარს დიალოგს ვუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დიალოგის გაგრძელების მომხრეა.

„იმედი გვაქვს, რომ დიალოგი პოზიტიურად დასრულდება, თუმცა დიალოგის ფარგლებში რაიმე ტიპის შეთანხმება ქვეყნის კონსტიტუციის და სტრატეგილი ინტერესებისა თუ კანონის უზენაესობის ხარჯზე ვერ მოხდება, რა თქმა უნდა და მზად ვართ კონსტიტუციის ფარგლებში იმ შეთანმებებისთვის, რომელიც სჭირდება საქართველოს დემოკრატიასა და მრავლაპარტიული პარლამენტის ფუნქციონირებას. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციას, რომ დალოგი გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიულ მოთხოვნებზე, რომელიც გვესმოდა რადიკალური ოპოზიციისაგან, არამედ შევთხმდეთ იმ ინტერესებისა და საკითხების გარშემო, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. იმედი მაქვს და ასევე მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ არაერთი პარტია უახლოეს მომავალში ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Aburjga Tasmanieli ვაა... ??!! ისინი ვინც პარლამენტში არ შედიან იქ არც უნდა იყვნენ! ამას თითონაც გრძნობენ და არ შედიან. თქვენ კიდევ რა მოლოდინები გაქვთ ვერ გავიგე?! მიდით იმუშავეთ, საქმე ნახეთ! დაანებეთ ამ საბოტაჟნიკებს თავი. ვითომ სულაც აღარ ყოფილან!
4 წლის უკან