მიხეილ სარჯველაძე: რესურსი იმ მიმართულებით, რომ მოლაპარაკება გაიმართოს და შედეგით დასრულდეს, მე მაინც მგონია, რომ არსებობს

მიხეილ სარჯველაძე: რესურსი იმ მიმართულებით, რომ მოლაპარაკება გაიმართოს და შედეგით დასრულდეს, მე მაინც მგონია, რომ არსებობს

რესურსი იმ მიმართულებით, რომ მოლაპარაკება გაიმართოს და შედეგით დასრულდეს, მე მაინც მგონია, რომ არსებობს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ არსებობს ოპოზიციაში ძალები, რომლებიც შეიძლება განწყობილნი იყვნენ კონსტრუქციულად და იპოვონ საკუთარ თავში ძალა და მხარი დაუჭირონ საღ აზრს, რაც ნიშნავს პარლამენტში თავიანთი ფუნქციის შესრულებას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, თუ თვითონვე ან დესტრუქციული ოპოზიციის გავლენით, არ მოიჭრიან გზებს, რომ ეს რესურსი გამოიყენონ.

„უარგუმენტოა მსჯელობა არჩევნების გაყალბებებასთან დაკავშირებით. არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა მიხეილ საჯველაძემ.