ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ვინაობა გაზაფხულზე, პარტიის ყრილობაზე გადაწყდება

ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ვინაობა გაზაფხულზე, პარტიის ყრილობაზე გადაწყდება

ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ვინაობა გაზაფხულზე, პარტიის ყრილობაზე გადაწყდება - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„გრიგოლ ვაშაძის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარტიის განვითარების საქმეში, მაგრამ ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში მან ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ ამ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას", მის პარტნიორებს აქვთ საკმარისი რესურს, საკმაო ლიდერები იმისათვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს.

ჩვენი წესდების შესაბამისად, უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მხრიდან, მის მოვალეობას ასრულებს ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი მდივანი - ნიკა მელია ან კობა ნაყოფია, ამიტომ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში. გაზაფხულზე დაინიშნება პარტიის ყრილობა და იქ გადაწყდება, ვინ იქნება პარტიის მომავალი ლიდერი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.