ლუვრი „ჯოკონდასთან“ შეხვედრას აუქციონზე ყიდის

ლუვრი „ჯოკონდასთან“ შეხვედრას აუქციონზე ყიდის

პარიზის ლუვრი აუქციონის სახლთან Christie´s პანდემიით გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად უჩვეულო აუქციონს ატარებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აუქციონზე სახელწოდებით Bid for the Louvre („ივაჭრეთ ლუვრის გულისთვის“) 24 ლოტია წარდგენილი. ნაწილობრივ ეს ტრადიციული ლოტებია: თანამედროვე მხატვრების ტილოები, ფოტოგრაფების ნამუშევრების და ა.შ.

ამასთან, აუქციონზე სპეციალური აქციები და სერვისებია წარდგენილი. მათ შორის „პაემანი“ ლეგენდარულ „მონა ლიზასთან“. წელიწადში ერთხელ ფერწერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შედევრს შუშის ვიტრინიდან იღებენ და ამოწმებენ და მისი რესტავრაციის საჭიროების შესახებ მსჯელობენ. ამ პროცესზე დასწრებას აუქციონის გამარჯვებული (მაქსიმუმ 2 ადამიანი) შეძლებს. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან ასეთი ახლო მანძილიდან ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი მხოლოდ რამდენიმე ექსპერტს და პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ ნანახი. აუქციონის ვებგვერდზე ამ ლოტისთვის 20-მდე მსურველი იბრძვის, ფასმა კი უკვე 35 ათას ევროს მიაღწია.

უჩვეულო ლოტებს შორის ასევე არის: ლუვრის სახურავებზე გასეირნება სტრიტ-არტის ვარსვკვლავთან ჟღ, ორსაათიანი ღამის ექსკურსია მუზეუმში, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იხსენბა გახსნილი და კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასწრება.

აუქციონი 15 დეკემბერს დასრულდება.