იაგო ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ეს გამოდის იმ არჩევნების არცნობა, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა

იაგო ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ეს გამოდის იმ არჩევნების არცნობა, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა

ჩვენ საუბრის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და კარგად მოვიფიქროთ, გავიაზროთ, როგორ მივდივართ ბოიკოტზე, რომ ის მართლა ბოიკოტი იყოს, თორემ მე ხომ ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს, ეს იმ არჩევნების არცნობა გამოდის, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად საუბარია მხოლოდ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმაზე და ხალხმა არ იცის, შემდეგ რა იქნება.

„ოპოზიციურ ერთობას თუ რამე შეუშლის ხელს, არის ის, რომ ოპოზიციურმა ერთობამ არ თქვას თავისი სამომავლო გეგმები. ხალხს ეუბნები, რომ არ შევდივარ პარლამენტში, უარს ვამბობ მანდატებზე, მაგრამ არ ეუბნები, მერე რას აპირებ. მერე შენი ბრძოლა რომ აღმოჩნდეს წარუმატებელი, ხალხმა ჩათვალოს, რომ ეს არ იყო სწორი, წინასწარ რომ გვქონოდა ნათქვამი და გვეფიქრა, იქნებ, სხვანაირად მოვქცეულიყავით. ჩემი აზრით, ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოიკოტში წავალთ თუ არ წავალთ, რასაც ვიზამთ, გასავლელი გვაქვს ეტაპი, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ბრძოლაზე გადავდივართ. ანუ – არ ვცნობთ ამ არჩევნებს, მარტო „ქართული ოცნება“ ზის, მოდის ახალი არჩევნები, მერე კიდევ ახალი, რომელიც ისევ ძველი ადმინისტრაციით ტარდება, სანამ რამეს გააკეთებ, ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხია გასაცემი. ვფიქრობთ, რომ ჩვენ საუბრის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და კარგად მოვიფიქროთ, გავიაზროთ, როგორ მივდივართ ბოიკოტზე, რომ ის მართლა ბოიკოტი იყოს, თორემ მე ხომ ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს, ეს იმ არჩევნების არცნობა გამოდის, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა. მე მართლა ბოიკოტი მინდა, თუ ბოიკოტზე მივდივართ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.