საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბათუმის პორტში 1 პირი დააკავა 

საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბათუმის პორტში 1 პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.პ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ე.პ. - ს პირადი და ნივთების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დოი ძალიან კარგია რომ ამ მავნებლობის ბრძოლა გამოუცხადეს.ესეც თავსმოხვეული,იძულებითი დავალება იყო....ძალიან გული მწყდება ბ.ნი ზურაბ სიხარულიძის განცხადების გამო - როგორ შეიძლება ემიგრაციაზე იფიქრო უადგილოდ.ბოლომდე გახსენით სათქმელი ბატონოჩემო და ხალხმა გაარჩიოს მტყუან-მართალი.ცილი დაგწამათ ვინმემ,მოსთხოვეთ კანონით პასუხი...ნამდვილად არ მემეტებით წასასვლელად,თქვენი არჩევანია,ოღონდ სიმართლის თქმით,როგორიც არ უნდა იყოს ის,აგვიხსენით ჩვენც და იქნებ გადავდგათ ყველა !
28 წუთის უკან