ვაშაძეს მერაბიშვილთან დაპირისპირება ჰქონდა და პარტიიდან ამიტომაც წავიდა - ვინ გაამხილა პარტიული რღვევის ძირითადი მიზეზი?

ვაშაძეს მერაბიშვილთან დაპირისპირება ჰქონდა და პარტიიდან ამიტომაც წავიდა - ვინ გაამხილა პარტიული რღვევის ძირითადი მიზეზი?

 

პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. ენმ-დან მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბერძენიშვილის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მთავარი კითხვა, რაც მისმა სტატუსმა გააჩინა იყო, თუ ვისთან და რასთან შეუთავსებლობის გამო დატოვა პარტია გრიგოლ ვაშაძემ. რაზეც ბერძენიშვილი პასუხობს, რომ სია გრძელია, თუმცა ერთ-ერთი ადამიანი ვანო მერაბიშვილია ვის გამოც ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" წავიდა.

ვანო მერაბიშვილთან, მაგალითად. არ გავაგრძელებდი სიას და ამ თემას აქ", - წერს ბერძენიშვილი კომენტარებში.