„ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის“ პირველი გამოცემა აუქციონზე $90 ათასად გაიყიდა

„ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის“ პირველი გამოცემა აუქციონზე $90 ათასად გაიყიდა

ბრიტანეთში ჯოან როულინგის ცნობილი რომანის „ჰარი პოტერის და ფილოსოფიური ქვის“ პირველი გამოცემა აუქციონზე 90 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 500-დან ერთ-ერთ ეკზემპლიარზე, რომელიც 1997 წელს გამოცემამ Bloomsbury Publishing გამოუშვა. 300 წიგნი სკოლებსა და ბიბლიოთეკებში დარიგდა, დანარჩენები კი მაღაზიებში 10 ფუნტად გაიყიდა.