იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით იკავებს, სკეპტიკური დამოკიდებუელბა მაქვს, უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი რადიკალური განცხადებები პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს.
„როგორც მინიმუმ, მე ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მოლაპარეკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს.
რაც შეეხება მიხილ სააკაშვილს, მისი რადიკალური განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის განვითარებას და მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ის იკავებს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს და მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მის თანაგუნდელებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა ვაშაძემ.