ერთ საღამოს მსახიობი გია ფერაძე რეპეტიციიდან ადრე დაბრუნდა და სპექტაკლამდე გადაწყვიტა წაეძინა.
როგორც კი თავი მიდო ბალიშზე, დარეკა ტელეფონმა. გიამ უპასუხა.
- ალო, გასტრონომია? - ჰკითხეს.
- არა, ბატონო, შეგეშალათ.
ცოტა ხანში ზარი გამეორდა.
- ალო, გასტრონომია?
- ხომ გითხარით, არაა გასტრონომი.
კვლავ ზარი გაისმა.
- გასტრონომია?
- ჰო, გასტრონომია, გასტრონომი.
- შენ რომელი ხარ?
- მე „კალბასი“ ვარ „დვა დვადცატიანი“, შენი დედა ვატირე, დამაძინე, რა! - უპასუხა გიამ.
კლიენტს მეტი აღარ დაურეკავს.