ორშაბათობით მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლების ნაცვლად იმართებოდა ქართული ესტრადის ხელოვანთა კონცერტები, რომელთაც უამრავი მაყურებელი ესწრებოდა.
მორიგი საღამო ლეგენდარულმა დებმა იშხნელებმა გამართეს. პარტერის პირველ რიგში ამავე თეატრის უკვე ფრიად ხანდაზმული სამი დიდი მსახიობი იჯდა.
- კაცო, სანდრო, თუ კაცი ხარ, ამიხსენი, ეს დები იშხნელები თავიდან ხომ ოთხნი იყვნენ?
- კი! - მერე, ახლა სამნი რატომ გამოდიან?
- ერთი მოკვდა!
- აბა, რომელი?
- აი, ის, შუაში რომ დგას!
მსახიობმა ბინოკლი მოიმარჯვა და დიდხანს ათვალიერებდა შუაში მთლად გაჭაღარავებულ მომღერალს.
- საწყალი, რა ახალგაზრდა მომკვდარა?