რამდენად საშიშია ვარიკოზი?

რამდენად საშიშია ვარიკოზი?

ვარიკოზი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომელიც განსაკუთრებით გაზაფხულზე მწვავდება. ვარიკოზის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზია ცნობილი - იქნება ეს ჭარბწონიანობა, ორსულობა, მემკვიდრეობა თუ პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომა/ჯდომას უკავშირდება. უფრო მეტ ინფორმაციას ამ დაავადების გამომწვევი ფაქტორებისა და სიმპტომების შესახებ ნახავთ ახალი ხედვის საიტზე.

ვარიკოზის მკურნალობის სამი ძრითადი მიმართულებაა ცნობილი:

       მედიკამენტოზური მკურნალობა - მიმართულია დაზიანებულ კიდურებზე შეშუპებების, წვის, ტკივილის შეგრძნებისა და სხვა უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაზე.

       ქირურგიული მკურნალობა -  შორს წასული ვარიკოზული დაავადების დროს საჭიროა ქირურგიული გზით მკურნალობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ტროფიკული წყლულის ჩამოყალიბება და  პროგრესირება.

       კომპრესიული წინდები -  ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას, ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.

კომპრესიული წინდების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ მიმართულებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. “ახალი ხედვა” არის შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ასევე გერმანული პრემიუმ ბრენდის - MEDI-ს ექსკლუზური პარტნიორი. Sigvaris-ს აქვს 150 წლიანი გამოცდილების ისტორია და არის გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანია კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში. ამ ბრენდის კომპრესიული წინდები წარმოდგენილია „ახალი ხედვის“ ფილიალებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე შესაძლებელია შეძენა ონლაინ მაღაზიის საშუალებით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის საჭირო პროდუქციას.