საფრანგეთში კაცმა ლატარეაში 200 მილიონი ევრო მოიგო

საფრანგეთში კაცმა ლატარეაში 200 მილიონი ევრო მოიგო

საფრანგეთის მცხოვრებმა EuroMillions-ის ლატარეაში 200 მილიონი ევრო მოიგო. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.

გათამაშების ისტორიაში ეს ყველაზე დიდი მოგებაა. წინა რეკორდი დიდი ბრიტანეთის მცხოვრებს ეკუთვნის, რომელიც გასულ წელს 190 მილიონი ევროს მფლობელი გახდა.

ყველაზე დიდი ჯეკპოტი კი (170 მილიონი ევრო) საფრანგეთში 2012 წელს გათამაშდა.