„ირანელ ანჯელინა ჯოლის“ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

„ირანელ ანჯელინა ჯოლის“ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Instagram-ის ირანელ ვარსკვლავს საჰარ ტაბარს, რომელიც მსოფლიომ „ირანელი ანჯელინა ჯოლის“ სახელით გაიცნო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

მოდელს ბრალად ედებოდა ძალადობის წაქეზება, უკანონო გზით შესამოვლების მიღება და ახალგაზრდებს შორის კორუფციის წახალისება. ირანელი ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი საჰარ ტაბარის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც განაჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

ტაბარი მკრეხელობისთვის, ძალადობის წაქეზებისთვის, ქონების უკანონოდ მოპოვებისთვის, ირანში ჩაცმის კოდექსის შეურაცხყოფისთვის და ახალგაზრდების კორუფციულ საქმიანობაში წახალისებისთვის დააკავეს. მიმდინარე წლის აპრილში ის ციხეში ციხეში კორონავირუსით დაინფიცირდა.