კახა კუჭავა: ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და საჭიროა, ოპოზიცია იყოს ჯანსაღი და კრიტიკული. ჩვენ ისე პროგრესს ვერ მივაღწევთ

კახა კუჭავა: ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და საჭიროა, ოპოზიცია იყოს ჯანსაღი და კრიტიკული. ჩვენ ისე პროგრესს ვერ მივაღწევთ

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს პარლამენტის სხდომის გახსნა ოპოზიციის გარეშე ვნახეთ, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს მათი აზრი შეიცვლება და საბოლოოდ გაგრძელდება მოლაპარაკებები და შეთანხება მიიღწევა, რომელიც საშუალებას მისცემს გარკვეულ ჯგუფს მაინც შემოვიდეს და იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომელიც მათ აიღეს არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ და იმ ნდობას, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ, შეასრულებენ პირნათლად- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხდა.

მისივე თქმით, ყველას საერთო მიზანია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და ოპოზიციის მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და საჭიროა, ოპოზიცია იყოს ჯანსაღი, კრიტიკული. ჩვენ ისე პროგრესს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

Aburjga Tasmanieli საქართველოში ორი უმძიმესი ეპიდემია მძვინვარებს, ერთი ახალი, გაზფხულზე დაწყებული კოვიდ 19 და მეორე უკვე 30-32 წლის,განუზომლად დამაქცევარი დასავლური დემოკრატია! ბევრისთვის გაუცნობიერებელია, რომ დემოკრატიის საბოლოო მიზანია ეროვნული სახელმწიფოს საბოლოოდ მოშთობა! ამოდნა საზოგადო მოღვაწეებში ნუთუ ერთი ავტორიტეტული კაცი აღარ აღმოჩნდა, რომელიც ღიად განაცხადებდა, რომ ლაპარაკი კონსტრუქციულ, სახელმწიფო ინტერესებისადმი ლოიალურ ოპოზიციის არსებობაზე არის მხოლოდ თავის მოტყუების მცდელობა! ყველაზე სიღრმისეულია, თვით დემოკრატიის განმარტებაშია, სახელმწიფოსათვის უკიდურესად დამანგრეველი მთავარი პარადიგმა - პოლიტიკური პარტიების არსებობა და მათ შორის გამუდმებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის! ეს გაუთავებელი ბრძოლა ერს სულიერ ძალას აცლის, ფიზიკურად ფიტავს და სახელმწიფოს საფუძვლებს ყველანაირად არყევს! რადგანაც გარეშე მტერთან ომისაგან განსხვავებით დემოკრატიის ფარგლებში პარტიებს შორის შიდა პოლიტიკური ომი პრინციპში არ შეისძლება დასრულდეს, ამიტომ ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენის ერთად-ერთი გამოსავალია დემოკრატიის შეცვლა ავტოკრატიული რეჟიმით, რომელსაც უნარი ექნება აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად დაამთავროს გაუთავებელი ომი ხელისუფლების მოსაპოვებლად, გააერთიანოს გათიშული საზოგადოება ერთიანი ეროვნული მიზნის მისაღწევად!
4 წლის უკან