გიგი უგულავამ თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს და შემდეგ ილაპარაკოს დანარჩენზე, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სანაძლეოსთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, პარტლამენტი ერთპარტიული არ იქნება.
„ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ. არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა, შემდეგი პირობით - თუ კობახიძის სიტყვები არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.