ირაკლი კობახიძე: 90-ვე დეპუტატი, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია წარმოდგენილი, არის ღირსეული

ირაკლი კობახიძე: 90-ვე დეპუტატი, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია წარმოდგენილი, არის ღირსეული

90-ვე დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში არის ღირსეული, თუმცა ჩვენ კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციისა და სპეციფიური გამოცდილების მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციისთვის გვჭირდებოდა 15 კანდიდატის შერჩევა და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული კომიტეტის თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შესაბამის დარგებში ქვეყანა განავითარონ და როგორც კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ეს არის ამ პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.