შალვა პაპუაშვილი: კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი

შალვა პაპუაშვილი: კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი

კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს. დაველოდოთ ჩვენც ამ შედეგს. ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი არცერთი მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ დიდი ნდობის მანდატი, 60 მანდატი მიიღო.

„დროა, აიღონ ეს ვალდებულება და შეასრულონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეებმა გადასცეს ამ მანდატით. ვეთანხმებით მთელ დემოკრტიულ სამყაროს, რომელიც მათ ამას მოუწოდებს. ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა ეს არის დისკომფორტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ პარამენტში შესვლისკენ. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ჯერ უფლებამოსილების ცნობის პროცედურა მიმდინარეობს. არ არის დასრულებული. დღეს 14 პარტიული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს. დაველოდოთ ჩვენც ამ შედეგს. ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი არც ერთი მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.