იანვარში Netflix-ზე ნიკოლას ქეიჯი History of Swear Words-ს უმასპინძლებს — მეტად ვულგარულ სერიალს უწმაწური სიტყვების შესახებ.
ეს ექვსეპიზოდიანი სერიალი განიხილავს ისეთი უწმაწური სიტყვების წარმოშობას, პოპ-კულტურაში გამოყენებას, მეცნიერულ და კულტურულ გავლენებს, როგორებიცაა "fuck", "shit", "bitch", "pussy" და "damn". თითოეულ 20-წუთიან სერიაში ქეიჯი ისტორიკოსებთან, კომიკოსებთან და ეტიმოლოგიისა და პოპ-კულტურის ექსპერტებთან ჩაიწერს ინტერვიუებს.
სერიალის სტუმრებს შორის იქნებიან კომიკოსები ჯოელ ბუსტერი, დერეი დეივისი, ოუფე მაიკ იგლი, ნიკი გლეიზერი, პატი ჰარისონი, ლონდონ ჰიუზი, ჯიმ ჯეფრისი, ზაინაბ ჯონსონი, ნიკ ოფერმანი, სარა სილვერმანი, ბარონ ვონი და ისაია უიტლოკ უმცროსი.
შოუს პროდიუსერები არიან Funny or Die და B17 Entertainment, სერიალის შოურანერი და აღმასრულებელი პროდიუსერი კი ბელამი ბლექსტოუნია.
The History of Swear Words-ის პრემიერა ნეტფლიქსზე 5 იანვარს შედგება.