ეს არის ის მძიმე და არასასურველი რეალობა, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბებამ, მათმა პათოლოგიურმა მისწრაფებამ თანამდებობისა და სკამებისკენ

ეს არის ის მძიმე და არასასურველი რეალობა, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბებამ, მათმა პათოლოგიურმა მისწრაფებამ თანამდებობისა და სკამებისკენ

დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, არის მძიმე დღე, იმიტომ რომ დღეს ხდება გაფორმება იმ მძიმე რეალობის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა საქართველოში, გაყალბებული არჩევნებით, ერთმანეთთან დაპირისპირებული და გახლეჩილი საზოგადოებით, ერთ დარბაზში შეკრებილი ერთპარტიული პარლამენტით და გარეთ მდგომი სრულიად ოპოზიციური სპექტრით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დეკლარაციაზე ხელის მოწერისას განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, როდესაც ყველა საუბრობდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელება- არ გაგრძელების საკითხზე, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი საპარლამენტო თანამდებობების დანაწილება იყო, რადგან მათ მხოლოდ ეს საკითხი ადარდებთ.

დავით ბაქრაძის თქმით, დღევანდელი დღე მძიმეა, თუმცა ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს ერთიანმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეძლო საკუთარ ინტერესებზე მაღლა დადგომა.

„ეს არის ის მძიმე და არასასურველი რეალობა, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბებამ, შექმნა მათმა პათოლოგიურმა მისწრაფებამ თანამდებობისა და სკამებისკენ. შემთხვევითი არ არის, რომ გუშინ, როდესაც ყველა საუბრობდა მოლაპარაკების გაგრძელება- არ გაგრძელებაზე, მთავარი თემა „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო თანამდებობების განაწილება პარლამენტში, ამ ადამიანებს ეს აწუხებთ, ამ ადამიანებმა დღეს მიიღეს ერთპარტიულად განაწილებული თანამდებობები პარლამენტში და საზოგადოებამ მიიღო ქუჩაში ერთსულოვნად გაერთიანებული ოპოზიცია. ეს არის გაყალბებული არჩევნების დღე, მძიმე პოლიტიკური რეალობა, მაგრამ დღევანდელი დღე, ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მთლიანად ქართული პოლიტიკური სისტემისთვის, როდესაც ოპოზიციამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავდგეთ უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი პირადი თანამდებობები და პირადი ინტერესია, ვიდრე ჩვენი, თუნდაც, პარტიული ინტერესია. მთელი ქართული პოლიტიკა აქამდე მიმართული იყო სწორედ პარტიულ ინტერესებსა და პიროვნული თანამდებობისთვის ბრძოლაზე, დღეს ჩვენ ყველა ერთად ვაჩვენებთ, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური კლასი, რომლისთვისაც მთავარია ქვეყნის ინსტერესი, ამ ქვეყანაში ინსტიტუტების გადარჩენა, დემოკრატიის გადარჩენა და არა ის, თუ რა თანამდებობაზე ვიქნებით, პარლამენტში ვიქნებით თუ არა და როგორ იქნებიან ჩვენი პარტიები. ამიტომ დღევანდელი დღე, მიუხედავად უმძიმესი რეალობისა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, არის საქართველოს გამარჯვების დღე, იმიტომ, რომ ოპოზიციის ასეთი ერთიანობა და ამ ყველაფრის ჩვენება არის იმის გარანტია, რომ ერთპარტიული პარლამენტი საქართველოში ვერ გაძლებს და ჩვენი ქვეყანა იქნება ღირსეული ევროპული დემოკრატია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Aburjga Tasmanieli არჩევნების ნამდვილად საეჭვოა! გამორიცხულია ევრონაცებს და ნაცებს იმდენი ხმა აეღოთ, რამდენიც ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით დაუფიქსირდათ! ამათ, ამ უნამუსოებს, ყველაფრის მკადრებლებს ხმას რომელი ჭკუათმყოფელი მისცემდა??!! დღეს ბედნიერი დღეა - როგორც იქნა ამათ ურცხვ როჟებს აღარ დავინახავთ პარლამენტის სხდომაზე!
4 წლის უკან