ელენ დეჯენერესს კორონავირუსი დაუდასტურდა

ელენ დეჯენერესს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა, თავის მაყურებლებსა გულშემატკივრებს ფეისბუქის საშუალების შეატყობინა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მინდა, ყველას გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტირების პასუხი დადებითია", — წერს 62 წლის სატელევიზიო წამყვანი, — "საბედნიეროდ, ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ყველას, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, უკვე შეატყობინეს, მე კი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შესაბამის წესებს ვემორჩილები. ყველას შეგხვდებით დღესასწაულების შემდეგ. ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას გისურვებთ. სიყვარულით, ელენი".

ელენის შოუ ზაფხულის სკანდალური შესვენების შემდეგ 21 სექტემბერს მე-18 სეზონით დაუბრუნდა ეკრანებს. მანამდე არსებობდა ცნობები, რომ 17-წლიანი ისტორიის გადაცემა, შესაძლოა, დახურულიყო, რადგან არაერთი ბრალდების შემდეგ, ცნობილი სატელევიზიო თოქშოუს წამყვანი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ყოფილი თანამშრომლები შოუს პროდიუსერებს სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში ადანაშაულებდნენ. მას შემდეგ, რაც შოუს მწარმოებელმა კომპანიამ საქმის შესწავლა დაიწყო, ელენმა ბოდიში მოიხადა, გადაცემის სამ პროდიუსერს კი სამსახურიდან წასვლა მოუწია.