გიორგი მაისურაძე: „გირჩი და მთელი გირჩობები საილუსტრაციო ნიმუშებია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ისეთი სანუკვარი შინაარსის ცნება, როგორიცაა „თავისუფლება““

გიორგი მაისურაძე: „გირჩი და მთელი გირჩობები საილუსტრაციო ნიმუშებია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ისეთი სანუკვარი შინაარსის ცნება, როგორიცაა „თავისუფლება““

ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს:

„გირჩი და მთელი გირჩობები საილუსტრაციო ნიმუშებია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ისეთი სანუკვარი შინაარსის ცნება, როგორიცაა „თავისუფლება“, სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ნიანგის“ კარიკატურად. მათ გამოსვლებს თუ მოსაზრებებს რომ ისმენ, შეიძლება იფიქრო, რომ მთელი აბსურდის ლიტერატურის ტრადიცია ითარგმნა ქართულად, უფრო სწორედ, გადმოქართულდა (აი, როგორც ფილმი „რეკორდი“ ჩაპეკის მოთხრობაა სამეგრელოში გადმოტანილი) და გირჩელები აბსურდის თეატრის ქართული ვარიანტია, ისინი აბსურდულ სპექტაკლებში როლებს ასრულებენ. ადამიანები, რომლებიც ამაღლებული იდეით არიან აღტყინებულები, მაგრამ მათეული გაგება ამ იდეის იმდენად კარიკატურულია, ისევე, როგორც მათი ცნობიერება და ამ ცნობიერების გამოხატვის ფორმები, რომ თავად ყველაზე ამაღლებულსაც საფრთხობელად აქცევს. მერაბ მამარდაშვილმა აღწერა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ფანატიურად ერთგულები არიან რაღაც ამაღლებული იდეის და სრული თვითდაჯერებულობით ეს იდეა ისეთ აბსურდამდე მიყავთ, რომ ის სატირულ-იუმორისტული ხდება. მამარდაშვილი ამ კატეგორიას „ამაღლებულის იდიოტებს“ უწოდებს: „არა უბრალოდ იდიოტები, არამედ ამაღლებულის იდიოტების კატეგორია“. თუმცა ის, რაც სიცილს იწვევს, მთლად უმანკოც არაა. ერთ ჭკვიან კაცს და კარგ მწერალს აქვს ნათქვამი: „ბრიყვი ბოროტზე უარესია, რადგან ბოროტი შიგადაშიგ ისვენებს, სიბრიყვე კი უწყვეტია.“