გია ვოლსკი:  სამწუხარო ფაქტია, რომ გვჭირდება უცხოელი წარმომადგენლების მოწოდებები, რათა ჩვენი ქვეყნის წინაშე ვალდებულებები შევასრულოთ

გია ვოლსკი:  სამწუხარო ფაქტია, რომ გვჭირდება უცხოელი წარმომადგენლების მოწოდებები, რათა ჩვენი ქვეყნის წინაშე ვალდებულებები შევასრულოთ

ვფიქრობ, სამწუხარო ფაქტია, რომ გვჭირდება უცხოელი წარმომადგენლების მოწოდებები, რათა ჩვენი ქვეყნის წინაშე შევასრულოთ ვალდებულებები და ამას ჩემს თავზეც ვიღებ გარკვეულწილად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებმა მავნებლური ქმედებებით შექმნეს ის პოლიტიკური ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია.

„მე კი ვახასიათებ, როგორც დესტრუქციულ და მავნებელ ძალას, მაგრამ რეალურად, სამწუხარო მგონია, რომ ეს, რასაც ქვია მავნებლური ქმედებები, რეაულურად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც შექმნეს ჩვენმა ოპონენტებმა და არ მიხარია, არავითარი ნიშნის მოგებით არ ვამბობა ამას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.