დავით სერგეენკო: ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისათვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია

დავით სერგეენკო: ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისათვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია

ჩემი პრიორიტეტები იქნება ის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მქონდა გაცხადებული. ეს იქნება ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, ეს იქნება ბავშვთა უფლებები, ეს იქნება ევროინტეგრაცია და განთლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

სერგეენკომ ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისთვის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია,

„ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისათვის ოპოზიციის ყოფნა აუცილებელია. არ არის ნორმალური მათი არყოფნა. მით უფრო ამ სიტუაციაში ეს ცალსახად მიუღებელია. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ უფრო მეტი ხმა მიიღეს ვიდრე რეალურად, მთავრობის შეთავაზება, რომ მოხდეს გადათვლა ძალაშია. ასევე, გასათვალისწინებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ფაქტობრივად პირდაპირი მოწოდება, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა",- განაცხადა დავით სერგეენკომ.