„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში აქტივისტების შეძახილების ფონზე შედიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში აქტივისტების შეძახილების ფონზე შედიან

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს პარლამენტს შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე უწევთ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პირველი სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის შენობასთან იქნებიან.

აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს "უკანასკნელ გზაზე აცილებენ". პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.