გურამ ნიკოლაშვილი: თუ ზოგს მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა თითქოს, ფული აიღო, მეორე მხარემ არ აიღო ფული, ვინც პარლამენტში არ შედის?!

გურამ ნიკოლაშვილი: თუ ზოგს მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა თითქოს, ფული აიღო, მეორე მხარემ არ აიღო ფული, ვინც პარლამენტში არ შედის?!

2019 წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, რადგან საამისოდ ხალხში განწყობა არ არსებობს, - ამის შესახებ „ნამდვილ რიცხვებში“ გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ერთი ადამიანის მიერაა მართული, რომელსაც უნდა ხელისუფლება ან არაფერი“. ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ ძალების ნაწილი მაინც მიჰყვება თავის ბელადს, ნაწილი კი ცივილურ განზომილებაში რჩება. კერძოდ, გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, არსებობს ძალებს, რომლებიც ყოველგვარი რაციონალური აზრის საწინააღმდეგოდ მაინც უკავშირდებიან ამ ველს. აღნიშნული ვერაფრით ვერ აიხსნება, თუ არა კომპრომატებით, შანტაჟითა და მათ შორის ფულით. საუბრისას გაიხსენა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება პარტიების ფული მოსყიდვასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვნახეთ ნინო ბურჯანაძის აღიარება, რომელმაც თქვა, რომ რა გახდა, ბიძიან ივანიშვილმა ერთი-ორი პარტია იყიდოსო. ანუ, ამასაც ვერ ახერხებსო. გამოდის, აქეთა მხარე ფულს არ იხდის, იქითა მხარე, შეიძლება ამაში იხდიდეს. თუ ზოგს მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა თითქოს, ფული აიღო, მის პოზიციაზე რომ დაიწყეს სპეკულირება. მეორე მხარემ არ აიღო ფული, ვინც არ შედის?!“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ამჟამად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განწირულია. არსებულმა პროცესებმა ასევე გამოაჩინა, რომ სხვა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან და არა დამოუკიდებელი პარტიები.