სოსო მანჯავიძე: როდესაც კოჰაბიტაციაში ხარ იმ ძალასთან, რომელიც ღიად გთავაზობს დესტრუქციულ დისკურსს, ბუნებრივია, ქვეყანა ასე ვერ განვითარდება

სოსო მანჯავიძე: როდესაც კოჰაბიტაციაში ხარ იმ ძალასთან, რომელიც ღიად გთავაზობს დესტრუქციულ დისკურსს, ბუნებრივია, ქვეყანა ასე ვერ განვითარდება

როდესაც კოჰაბიტაციაში ხარ იმ ძალასთან, რომელიც ღიად გთავაზობს დესტრუქციულ დისკურსს, ბუნებრივია, ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად ახერხებს საზოგადოებაში საკუთარი განწყობა დანერგოს და ამაზე არჩევნების შედეგები მეტყველებს.

„როდესაც კოჰაბიტაციაში ხარ იმ ძალასთან, რომელიც ღიად გთავაზობს დესტრუქციულ დისკურსს, ბუნებრივია, ქვეყანა ასე ვერ განვითარდება. ჩვენ როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში ვართ. ხომ ვერ ვიტყვით, რომ პრობლემები არ გვაქვს?! ძლიან დიდი პრობლემები გვაქვს და ამ კოვიდ-19-მა ყველაზე მეტად, ჩვენს ეკონომიკას დაარტყა, რადგან აგებული იყო იმ დარგებზე, რომელიც მოწყვლადი იყო: ტურიზმზე და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ არიან, ძალიან სერიოზული გათვლები აქვთ. კერძოდ, ასეთი მოქმედებებით საზოგადოების დემორალიზაციასა და განწყობების მართვას გამოიწვევენ. ეს კი ხდება 3 ტელევიზიის მიერ, რომელიც ქუხს და გრიალებს“, - განაცხადა მანჯავიძემ.

მისივე თქმით, შერცხვენის კარგად დამუშვებულ სქემებს ქმნიან და იგი მუშაობს, როდესაც მედიაში მუდმივად ტრიალებს. საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ვითარებას რეგიონში არსებული გეოპოლიტიკურ მდგომარეობაც ემატება.

„ეს პოლიტიკური ძალა მედიაშხამის ფაბრიკებთან ერთად თუ არ დასრულდა, გამოხოხდებიან სოროებიდან და სასიკვდილოდ დაგვკბენენ. არ შეიძლება, ოჯახი მშვიდად იყოს, როდესაც სადღაც გიურზაა“, - დასძინა მანჯავიძემ.