მუსიკა ადამიანის გამძლეობას ამაღლებს

მუსიკა ადამიანის გამძლეობას ამაღლებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო გამოკვლევის შედეგი გამოაქვეყნეს.

„Brunel University”-ს ფიზიოლოგები ოცი წლის განმავლობაში სწავლობდნენ მუსიკალური მოტივაციის კავშირს სპორტსა და სამუშაოში. მათ დაადგინეს, რომ ფიზიკური ვარჯიშის საყვარელი მელოდიებისა თუ სიმღერების თანხლებით შესრულება ბევრად უფრო ადვილი და სახალისოა.

ბრიტანელმა მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს აქტიურად მოჰკიდებოდნენ სპორტს კლასიკური მუსიკის, როკის ან პოპ-მუსიკის თანხლებით.

აღმოჩნდა, რომ მუსიკალური თანხლება 15 პროცენტით ამაღლებს სხეულის ამტანობას და ადამიანს ეხმარება სპორტისგან გაცილებით მეტი სიამოვნება მიიღოს.

ექიმები მიიჩნევენ, რომ მუსიკა ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, განსაკუთრებით, სწრაფი სიარულისა და სირბილის დროს. ის შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც დამატებითი სარეაბილიტაციო თერაპია კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად გულით ავადმყოფებში და სიმსუქნის სხვადასხვა, უფრო მეტად, მაღალი ხარისხის დროს.

გარდა ამისა, მუსიკას შეუძლია მასტიმულირებელი ზემოქმედება იქონიოს განწყობაზე და ემოციებზე, გააძლიეროს სპორტული სულისკვეთება და ამით ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ფიტნეს-მიღწევებზე.