ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხომ გახსოვთ შარშან რა ამბავი ატყდა ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის გამო? მთელი საინფორმაციო შტურმი იყო ხელისუფლებაზე.
იპოვით ასეთ სათაურსაც: "ხანგოშვილის საქმე და პრორუსული ოცნება - გერმანიის პროკურატურის სკანდალური განცხადება."
რა ხდება დღეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი პირველი ლედი გერმანიის სასამართლომ მოწმის სახით გამოკითხა? ინფომაციის გაჟღერება მეხის გავარდნასავით უნდა ყოფილიყო.
თუმცა, ზოგი ამ ინფორმაციას არ იმჩნევს, ზოგი კი უკვე გამართლებითაა დაკავებული, თითქოს რულოვსი თავშესაფარის მიღებაში ეხმარებოდა.
იგივე დახმარების მცდელობა რომ ჰქონოდა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირს და ამ დახმარების მცდელობის პარალელურად მკვლელობა მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა რეაქციებიც მოჰყვებოდა აქ?
ახლა ასე მივუდგეთ. გუშინ ტვ პირველის მიერ დასმულ კითხვაზე ექს-პრეზიდენტს არ უთქვამს თავშესაფრის მიღებაში უნდა დახმარებოდაო. წესით უნდა სცოდნოდა და უნდა ეთქვა.
ასევე:
- რატომ უნდა ჰქონოდა რაიმე კავშირი ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის ზელიმხან ხანგოშვილთან?
- ჰბადებს თუ არა ეჭვებს შეხვედრის და მკვლელობის დღის დამთხვევა?
- ერთ წელზე მეტია გერმანიის შესაბამისი სტრუქტურები იძიებენ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს. რატომ არ გამოიჩინა თავად რულოვსმა ინიციატივა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ იმ დღეს შეხვედრას გეგმავდა?
- გამოძიებამ ვერ დაადგინა როგორ და რისთვის, რა მიზნით მოხვდა ხანგოშვილი ბერლინში. თუ თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა, ეს ხომ უნდა სცოდნოდა გერმანიის ხელისუფლებას?
როგორც იცით, გერმანიის გამოძიება ბრალს რუსეთის სპეცსამსახურებს დებს. შესაბამისად მკვლელობის ორგანიზატორები სიტუაციას აკონტროლებდნენ.
ეს მხოლოდ კითხვებია. შეფასებებს გამოძიების და სასამართლოს დასრულების შემდეგ გავაკეთებთ.
სიტუაცია ქვეყნისთვის არაა სასიამოვნო. ერთი ემთხვევა დროში, გერმანიის ელჩზე შეტევა“.