იაგო ხვიჩია: ხვალ არ არის მანდატებზე უარის თქმის დღე, ეს არის საჯარო აქტი, რომ ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტს, ჩვენ ამ პროცედურაში მონაწილეობას არ მივიღებთ

იაგო ხვიჩია: ხვალ არ არის მანდატებზე უარის თქმის დღე, ეს არის საჯარო აქტი, რომ ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტს, ჩვენ ამ პროცედურაში მონაწილეობას არ მივიღებთ

ხვალ არ არის მანდატებზე უარის თქმის დღე. ეს არის იმ პოზიციის დაფიქსირების საჯარო აქტი, რომ ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს. ამ პროცედურაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუ შეიკრიბება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ხვალ არ არის მანდატებზე უარის თქმის დღე. პროცედურულად ეს ვერ მოხდება. ეს არის იმ პოზიციის დაფიქსირების საჯარო აქტი, რომ ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და მის ფორმას ხდის უფრო რადიკალურს. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არის ცალსახა. ამ პროცედურაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ უბრალოდ შიდა პრობლემებით ვართ დაკავებული. დოკუმენტაციები გვაქვს მოსაძიებელი და ახლა არ ვართ მზად, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ცხადი, რომ „გირჩი“ პარლამენტში მარტო არ შევა, იქ საჭირო არიან სხვა დეპუტატებიც, რომლებიც კონსტიტუციის ცვლილებაში უნდა დაგვეხმარონ. თუ პარლამენტში იქნება 113 დეპუტატზე ნაკლები, „გირჩი“ იქ არ შევა. ძალიან მარტივი ამბავია. შესაბამისად, უარს იტყვის მანდატებზეც.

ჩვენი პოზიცია გაცხადებული იყო საჯაროდ, რომ „გირჩი“ პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ იქ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხალხი, რათა შევძლოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რაც გვინდა. ამისთვის საჭიროა, იქ იყოს „ნაციონალური მოძრაობაც“. მათ გარეშე უბრალოდ ყველა ერთად რომ შეიკრიბოს, არ არის საკმარისი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. „გირჩი“ პარლამენტში იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მიიღებენ სრულად პროპორციულ არჩევნებს, ბუნებრივი ბარიერით ან მასთან მიახლოებით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

amo აბრახუნებ! იღეჭები! თავი ანებე ორ სკამზე ჯდომას!
4 წლის უკან