მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა შემთხვევაშია მმართველი გუნდი მზად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა შემთხვევაშია მმართველი გუნდი მზად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

„ოპოზიციას არ სჯერა ამ არჩევნების გაყალბების, უბრალოდ ცდილობენ, ეს დააჯერონ საზოგადოებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფიგზე განაცხადა.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში პარტიული ტელევიზიები აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობდნენ, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მთავარი საკითხი გამოტოვეს. მთავარი საკითხი იყო ის, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი პროცენტის ჩვენს სასარგებლოდ გადახრის შემთხვევაში, თუ ასეთს აღმოაჩენს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ვინმე, მზად ვართ, დავნიშნოთ, რიგგარეშე არჩევნები. ამის გარდა ილაპარაკეს ყველაფერზე - დაფინანსებაზე, მუქარაზე, მაგრამ არა მთავარ საკითხზე. გამოდის, რომ თუ ამაზე არ თანხმდები და ამას მუქარად აღიქვამ, არ გჯერა იმის, რასაც ლაპარაკობ. დიახ, მათ არ სჯერათ ამ არჩევნების გაყალბების, უბრალოდ ცდილობენ, ეს დააჯერონ საზოგადოებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.

ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.

 

amo მიმიფურთხებია იმ ოპოზიციისთვის რომელიც ხელისუფლების შეთავაზების შემდეგ მოლაპარაკებებს ჩაშლის და პარლამენტში არ შევა. მიდი ერთაოზ, არა კაცო ელისაშვილო და იოსელიანო , მიდი, თქვენაირი პირში მთქმელი, შეუპოვარი ახალგაზრდობა სჭირდება ხვალინდელ საქართველოს. ნუ დაკარგავთ უნიკალურ შანსს. თავი დაანებეთ ათას ღობეზე გადამხტარ, პოლიტიკურად გაბახებულ ე. წ. ლიდერებს.
4 წლის უკან