გიორგი ვაშაძე: ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს

გიორგი ვაშაძე: ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს

ჩვენ გვქონდა დისკუსია და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ დავწერთ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევენებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბოიკოტს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას სურს, რომ შეთანხმება შედგეს და მოლაპარაკებებში მონაწილეობას აპირებს.

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მარცხი ქართული დემოკრატიის. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

amo თქვენი ნაფიქრალი არ გაიშვა, მიდით გუბაზისთან.
4 წლის უკან