NBA-ის ვარსკვლავი - დემარ დეროზანი 21- საუკუნის გმირის როლში მოგვევლინა.
როგორც აღმოჩნდა, 19 ნოემბერს სპორტსმენი ლოს-ანჯელესის სახლში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა შვილების ოთახთან უცხო მამაკაცი აღმოაჩინა, რაც საფუძველს იძლევა, რომ ის გატაცების მცდელობაში დაადანაშაულონ.
მიუხედავად მცდელობისა, მან ვერ შეძლო მამაკაცი დაეკავებინა, თუმცა დააფიქსირა რომ ის კაილი ჯენერის საცხოვრებლისკენ მიემართებოდა. დემარი უბნის დაცვას დაუკავშირდა, რომელმაც მამაკაცი დააკავა და ორივე ოჯახი უვნებლად გადარჩა.